8-07-2020
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ლაილაშში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში კი 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.
პროექტების ჯამური ღირებულება 3 086 178 ლარს შეადგენს და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ახალი სკოლების შენობები თანამედროვედ აღიჭურვება, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ისწავლონ.