გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე: პირბადის ტარება სავალდებულო, მინიმუმ, რეგიონში ეპიდვითარების გაუმჯობესებამდე უნდა დარჩეს

8-07-2020

დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო კიდევ გაურკვეველი პერიოდით იქნება. როგორც PIA.GE-ს ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, აღნიშნული შეზღუდვა მსოფლიოში პანდემიის დაღმავალი ტალღის დადგომამდე არ უნდა მოიხსნას.

„პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა დარჩეს იქ, სადაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, ანუ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მანამ, სანამ, მინიმუმ ჩვენ იგვლივ რეგიონსა და მაქსიმუმ მთელ მსოფლიოში არ იქნება ეპიდემიის ისეთი დაღმავალი ტალღა, როგორიც საქართველოშია",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თმით, დამტკიცდა, რომ პირბადის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კვლავ შემოდიან ადამიანები, საქმიანი თუ პირადი მიზნებით, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ პირბადის ტარება ეფექტურია ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით“, -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის გავრცლების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარება საქართველოში სავალდებულო 17 აპრილიდან გახდა. პირბადის არ გამოყენების გამო გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა მოქალაქეებისთვის 20 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარს შეადგენს.

საქართველოში კოვიდინფიცირების 963 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 841 და გარდაცვლილია 15 პაციენტი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930