8-07-2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, COVID-19-თან დაკავშირებით ეპიდსიტუაციის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე ქვეყნებთან საზღვრის უპირობოდ გახსნა რისკის მატარებელია. ამასთან თამარ გაბუნია ხაზს უსვამს იმასაც, რომ კოვიდპასპორტი არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ:
"საზღვრის უპირობო გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია თუ ეს არ ემყარება იმ ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე გვექნება საუბარი. კოვიდპასპორტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში, მაგალითად 72 საათის განმავლობაში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ამას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი უკვე აღარ აქვს. ამდენად, უკეთესი, მეცნიერეულად მეტად დასაბუთებული დაცვა , არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე , არის ერთი ტაქტიკა, რომ საზღვარზე ხდებოდეს საწყისი სკრინინგი და თერმოსკირინინგიც რჩება, ასევე მარტივად იყოს PCR ტესტის შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. ყველასთვის PCR ტესტის შეთავაზებას ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, ეს არის ძალიან რესურსტევადი და ეფექტურობა ზოგადად დაბალია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.