გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აღაიანში საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

8-07-2020

სოფელ აღაიანში საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შპს „მშენკომპლექსმა“ შენობის გადახურვის, მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟის და შენობის გარე ფასადის ლესვის სამუშაოები დაასრულა. ამჟამდ მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

პროექტით შენობა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით აღდგება. საბავშვო ბაღს აღსაზრდელთა კიდევ ერთი ჯგუფი დაემატება და სოფლის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 278 913 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი შენდება სოფელ გრაკალში, იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაში, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ოკამის საბავშვო ბაღს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031