გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი – ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს

8-07-2020

აღმაშენებლის ქუჩაზე, თბილისში 6 ივლისს, გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებასა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

 

არსებული ვერსიის, თითქოს საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერა. მათი თქმით, ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძაშვილმა ირინა გულუამ განაცხადა.

ჭირისუფლების განცხადებით, შემთხვევა ორშაბათ ღამე, თერთმეტ საათზე მოხდა, შემდეგ სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც მათი თქმით, ეჭვს ბადებს, რომ კვალის დაფარვა სურდათ. ოჯახს კი გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს გააგებინეს.

 

მათი თქმით, ადამიანი ვის გამოც ვახტანგ გულუას მუდმივად საქმეს ურჩევდნენ და ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოა. მათივე განცხადებით, ახალგაზრდა გოგომ საცხოვრებელი გამოიცვალა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031