8-07-2020
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სკოლებს დაფინანსებას შეუწყვიტავს იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესს არ განაახლებენ.
„არ ვეთანხმები დაავადებათა კონტროლის ცენტრის სკოლების გახსნასთან დაკავშირებულ მკაცრ და ძვირადღირებულ რეგულაციებს. მათ სკოლების გახსნა საკმაოდ არაპრაქტიკული მეთოდებით სურთ. გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სკოლები უპრობლემოდ იხსნება. „დემოკრატები“ ფიქრობენ, რომ მათთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება სკოლების გახსნა ნოემბრის არჩევნებამდე, მაგრამ სკოლების გახსნა მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. თუ სკოლები არ გაიხსნება, შეიძლება დაფინანსება შევუწყვიტოთ!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ 7 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია შტატების გუბერნატორებზე ზემოქმედებას აპირებს, რომ მათ შემოდგომიდან სკოლები გახსნან.