8-07-2020
8 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების შესაძლებლობები.
წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღეს მითითებები, რომ მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და წარმატებული გახდეს.