8-07-2020
8 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან , გიორგი მაქარაშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს გააცნო, ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს , .აღნიშნული პროექტები მუნიციპალიტეტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მეწარმეობის განვითარების მხრივ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ- ეკომომიკურ მდგომარეობას. ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტულური საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.