8-07-2020
8 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ეკატერინე მესხრიკაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ კარიტასის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და დაგეგმილი პროექტებისთვის, რომლის განხორციელებაც ონის მუნიციპალიტეტში იგეგმება
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტის განხორციელებას;
პროექტი ითვალისწინებს 2 ძირითად კომპონენტს, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში და მოწყვლადი ფენების მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით, ასევე გარემოს დაცვის სფეროში კერძოდ კი ნარჩენების მართვის კუთხით გეგმავს მწვანე საქმიანობის მხარდაჭერას, რომლის მიზანია, ჩეხურ გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ნარჩენების მდგრადი სისტემის შექმნა.