9-07-2020
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”, იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას 2020 წლის არჩევნებზე.
“ჩვენ დავიკავეთ ორი ოლქი და დანარჩენი ექვსი ოლქი დავუთმეთ დიდი ოპოზიციურ გაერთიანებას. ამ შეკრების მთავარი მიზანი იყო, საკონსტიტუციო ცვლილებები, მიზანი მიღწეულია.
შეიძლება ითქვას, ისტორიული გაერთიანება მოხდა და რომ არა ეს ძალა ან ენერგია, დღეს იქნებოდა, აბსოლუტურად სხვა რეალობა” – განაცხადა რომან გოცირიძემ.