9-07-2020
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, გავლენიანი მოსამართლეები საკუთარ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე ასაქმებენ. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ისაუბრა.
"სასამართლო სისტემაში არის ნეპოტიზმი. მოსამართლეების ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები ხდებიან სასამართლოს მოხელეები...ერთ-ერთი შემთხვევა მინდა აღვნიშნო. ირაკლი შენგელიას ცოლი მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მისი და მუშაობს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, მისი დისშვილი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინც უნდა მოამზადოს დასკვნა მოსამართლეებზე, სწორედაც რომ ნეპოტიზმის შედეგად იქნა არჩეული დამოუკიდებელ ინსპექტორად", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილი.