9-07-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის, აგრეთვე დაბა წყნეთის, ხეხილ-სანერგე მეურნების, ჯავახეთის II შესახვევის, ზაქარია ჯორჯაძის, გურამ გაბისკირიას, რეხის, ჯუმბერ ბეთაშვილის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ვალერიან კანდელაკის, კრწანისის, იროდიონ ევდოშვილის, ცემის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ვიქტორ დოლიძის, ქარელის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
14 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექრეოენერგიას მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე ყაზბეგის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მეველეს, თამარაშვილის და ანტონოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე აწყურის, ნოსირის, უბილავას, დოესის, კასპის, ავლიპ ზურაბაშვილის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან18 საათამდე მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ილია ვეკუას, ალეკო გობრონიძის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.