9-07-2020
"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ავთანდილ ბილანიშვილი იგივე "კაწრო" გამოკითხეს. ბილანიშვილის ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, გამოკითხვის დროს მისმა დაცვისქვეშ მყოფმა თავისი უდანაშაულობა დაადასტურა და ბილანიშვილი იმ დროს, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და არც უბნიდან გასულა.
მისივე თქმით, ბილანიშვილი დაპირისპირებაში მონაწილეთაგან არავის იცნობს.
"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში, "კაწრო" არ არის და სამართალდამცველებმა დაადგინეს იმ პირის ვინაობა, ვინც კადრებში ჩანს - ის ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილია.
უწყებაში, ლაშა ლურსმანაშვილიც გამოკითხეს და მან დაადასტურა, რომ არსებულ კადრებში თვითონ ჩანს.
"პირად საქმეზე ვიყავი. არასწორ დროს მოვხვდი არასწორ ადგილას. გური ამირხანაშვილმა მთხოვა დარეკვა", - ამბობს ლურსმანაშვილი.