9-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ხუთივე ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა.
"ქვეყანაში 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 963 და გახდა 968. ჩვენთან გუშინდელი მონაცემებით, 22 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი პაციენტი, დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება.
ეს ახალი დადასტურებული პაციენტი გახლავთ საკარანტინო სივრციდან. კლინიკაში კვლავ, ჯერჯერობით არ შეინიშნება არც ერთ პაციენტთან მდგომარეობის გაუარესება,“-განაცხადა ეზუგბაიამ.