9-07-2020
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონვირუსული ინფექციის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.დაავადებას კიდევ 176 ადამიანი ემსხვერპლა.
სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლეტალობის მაჩვენებელმა 14 შეადგინა, რაც შეეხება უკრაინას, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 810 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 21 პაციენტი ემსხვერპლა. თურქეთში კი გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 1 041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 209 ათასს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვი კი 5282-ს შეადგენს, აქედან 22 ინფიცირებული ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში ემსხვერპლა.