გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ე.წ. გამოძიებამ კრახი არაერთხელ განიცადა

10-07-2020

„ერთის მხრივ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტურად, თითოეულ დეტალში ჩაყოლით გამოიძიოს საქმე და დადგინდეს სიმართლე, დასასჯელი დაისაჯოს, ვიცოდეთ რა მოხდა იმ ტრაგიკულ ღამეს და მეორე მხარეს არიან, სამწუხაროდ, პარტიული ტელევიზიები, რომელთა ინტერესია, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეს და ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ეჭვის შეტანის არც საფუძველი, არც ფაქტი და არც არგუმენტი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ ამ უდიდესი ტრაგედიით სპეკულირება და საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდება, რბილად რომ ითქვას, ცუდი საქციელია.

„ერთი მხრივ, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, ამის არც ფაქტი არსებობს რაიმე და არც არგუმენტი არსებობს, მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ ვნახეთ, რომ არაერთხელ განიცადა კრახი; რამდენიმე, ვითომ სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანეს და საბოლოოდ ყველა ტყუილი აღმოჩნდა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამიტომ, ობიექტურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უნდა ვენდოთ, გამოძიებას, თუ არ გაგვაჩნია სუბიექტური ინტერესები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთ ტრაგედიებთან დაკავშირებით მანიპულირება, სპეკულირება, ყალბი ინფორმაციების მიწოდება, ფეიკ ინფორმაციების მიწოდება თუნდაც იმ დაზღვევით, რომ ვარაუდს გამოვთქვამთ, მაგრამ ცდილობ ნახევარ საზოგადოებას დააჯერო, რომ ვარაუდის ფარგლებში რაღაც ცუდი რაღაც ხდება და თავს იზღვევ, ვითომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევ - ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930