10-07-2020
"ექსპერტიზის დასკვნაზე მყისიერი რეაგირება არის სწორი, სწორია გადაკვალიფიცირება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ოჯახს არ უნდა დარჩეს შეკითხვებზე პასუხი გაუცემელი, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ბოლო დროს სამწუხარო ინტერპრეტაციებს, ძალიან ბინძურ განმარტებებს. არ შეიძლება, როდესაც არ იცი საქმის დეტალები, ისაუბრო ისე, რომ დამატებითი ტკივილი მიაყენო ოჯახს, ახლობლებს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო", - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაცხადა.
დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ შაქარაშვილის საქმე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართება.