გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

10-07-2020

კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული მეწარმეების საწარმოებსა და კომპანიებში გაივლიან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის დევნილი სტუდენტები სტაჟირებას სპეციალობების მიხედვით გაივლიან და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ. სტაჟირება მომავალ სპეციალისტებს დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და სამუშაო ჩვევების შეძენაში დაეხმარება. სტაჟირების შემდეგ მეწარმეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტები დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930