გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

10-07-2020

ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც წლებია ამორტიზებულია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და არსებული იერსახე შეუნარჩუნდება.

შენობაზე განხორციელდება ფასადის სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, მოწესრიგდება ძეგლის იერსახე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არაერთი სართულის დაშენებას. სააგენტოს მიერ მკაფიოდ იქნა მოთხოვნილი არსებული მოცულობის შენაჩუნება და სარემონტო სამუშაოების წარმოება ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე.

დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა ინვესტორის, შპს „ჟასმინი“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შენობის რეაბილიტაცია - რესტავრაცია განხორციელდება ძეგლის მოცულობის ცვლილების გარეშე. მიმდინარეობს მუშაობა შიდა გეგმარებასა და არქიტექტურაზე. ე.წ პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება კერძო ინვესტიციებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930