გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი პატრიარქს: თქვენი თითოეული შეგონება ქადაგების დროს ჩვენს ერს კელაპტრად უნთია

25-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.
პრემიერი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეუღლესა და უმცროს შვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ის საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.
კვირიკაშვილმა ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესს მიმართა. 

„თქვენო უწმინდესობავ,
თქვენი აღსაყდრების 40 წლის იუბილე ჩვენთვის არის უდიდესი დღესასწაული. მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ღვთის უდიდესი მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით - ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის და მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული შეგონება, თქვენი ქადაგების დროს, ჩვენს ერს კელაპტრად უნთია. თქვენ, თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ სათნოების, მიმტევებლობის საფუძველსა და მაგალითს. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი.
მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა" - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რადგან, პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან ერთად, აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე.
„100 წელი აღსრულდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან და 85 წელი შეუსრულდა ჩვენთვის ყველასთვის პატივსაცემ და საყვარელ პატრიარქს. დღეს ჩვენ ვიზეიმეთ ეს უდიდესი დღესასწაული. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მინდა, პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ერის დად ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ“ - განაცხადა პრემიერმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930