გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტივ ბენონი: უხანელმა მეცნიერებმა დასავლეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეს

12-07-2020

უხანის ლაბორატორიის მეცნიერები დასავლეთს ჩაბარდნენ და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სპეცსამსახურებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის საფუძველზეც დასავლეთი პეკინის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებას ამზადებს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში სტივ ბენონმა განაცხადა.

„ისინი მედიას კომენტარს ჯერ არ აძლევენ, თუმცა მეცნიერებმა, რომლებიც დასავლეთში გაიქცნენ, კორონავირუსის წარმოშობასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის კავშირის შესახებ მტკიცებულებები წარმოადგინეს. ვფიქრობ, ხალხი შოკში იქნება,“-აღნიშნა ბენონმა.

ჯერ კიდევ მარტში ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მეცნიერი ლიუკ მონტანიე აცხადებდა, რომ კოვიდ 19 ჩინურ ლაბორატორიაში იყო შექმნილი. კორონავირუსს „ჩინურ ვირუსს“ უწოდებს თეთრი სახლის ლიდერი და ჩინეთის ხელისუფლებას ეპიდემიაზე დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს, თუმცა ვირუსის ხელოვნურად შექმნაში ტრამპს პეკინი ჯერჯერობით არ დაუდანაშაულებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930