13-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
"9 ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა გახლავთ იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი. ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში კოვიდ დადასტურებულების 151 პაციენტი მკურნალობს"-განაცხადა ეზუგბაიამ.