გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: გული მიკვდება, როდესაც ქართული ოჯახების გაჭირვებას ვუყურებ

3-04-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია, რისი გამომწვევი მიზეზიც ეკონომიკის მართვის პროცესში ჩამოყალიბული მაფიაა. 

ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართავში საუბრობს, სადაც მან საქართველოში ჩამოსვლაც დააანონსა. 

„მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოგმართოთ. მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როდესაც ქართული ოჯახების გაჭირვებას ვუყურებ. ამ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც საქართველოში ეკონომიკის მართვის პროცესში ჩამოყალიბდა. 
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან 90-იანი წლების რუსეთიდან იცის. კერძოდ, ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და რამდენიმე ბანკის მეშვეობით, ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, ყველაფრის ხელში ჩაგდებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედ ქცევით არის დაკავებული. 
ციფრები ძალიან ჯიუტი რამ არის. ბანკების სუფთა შემოსავალი 2012 წელს სადღაც 130 მილიონი ლარი იყო. ეს იმ წლებში, როდესაც ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ივანიშვილის დროს ბანკების სუფთა შემოსავალი მინიმუმ 6-ჯერ გაიზარდა და თითქმის 900 მილიონ ლარს მიაღწია. 
2012 წელს ბანკების მოვალეთა რიცხვი 110 000 იყო. ახლა კი მარტო ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი 250 000-მდეა გაზრდილი. ხოლო მხოლოდ გასულ წელს ლომბარდს 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მაშინ, როცა ლომბარდში საპროცენტო განაკვეთი 45%-ია.
საქართველოში სამი მილიონი ადამიანი დარჩა და აქედან ყოველმა მეხუთემ ლომბარდს მიმართა. ეს კი ნამდვილი ეკონომიკური კატასტროფაა. ამიტომ ჩვენ და პირდად მე, მიხეილ სააკაშვილი, ვეუბნები ამ მაფიას, რომ გავაუქმებ თქვენს მმართველობას. ჩვენ თითოეულ ქართველს ეკონომიკურ ძალაუფლებასა და ნამდვილ ქართულ წვრილმან და საშუალო ბიზნესებს დავუბრუნებთ. ხოლო, როდესაც ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მაშინვე გავზარდოთ ხელფასები“- განაცხადა სააკაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30