გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქი: თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე

25-12-2017

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწინდესმა და უნეტარესმა აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ლიტურგიის შემდეგ მრევლს მიმართა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, მძიმე 40 წლის გავლა მან ხალხის სიყვარულისა და დახმარების მეშვეობით შეძლო. 

„მე ყველას მადლობას ვუძღვნი და მე მინდა ვთქვა რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები. მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა კურთხევითა და დახმარებით, ჩვენ განვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე. მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის. ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ“ - ბრძანა ილია მეორემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728