გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი მის მიერ ნაკეთები რუსული საქმის ჩამორეცხვას ცდილობს

17-07-2020

„მიხეილ სააკაშვილი მის მიერ ნაკეთები რუსული საქმის ჩამორიცხვას ცდილობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილს „ადეკვატურობის ნიშან- წყალი აღარ შერჩა“.

„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რამდენჯერაც მიხეილ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი კლასტერი ახსენებენ პრორუსულ ორიენტაციას, იმდენჯერ შევახსენებ, რომ ეს არის მისი მხრიდან მცდელობა, ჩამოირეცხოს რუსული ნაკეთები საქმე.

განსაკუთრებით, ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და ამის „გაპრავების“ მცდელობა, რომლის მიხედვითაც, მან და მისმა პარტიის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც საქართველოს ბრალდებოდა ომის დაწყება და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა.

ეს ომიდან ორი თვის შემდეგ მოხდა და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივი საქციელი იყო. რუსეთის შეტევა საპასუხო კი არ იყო, რუსეთი იყო პროვოკაციის მომწყობი, ომის დამწყებიც და ეს უნდა ახსოვდეს მიხეილ სააკაშვილს, რადგან მაშინ, მან და მისმა პარტიამ ღალატი ჩაიდინეს, ამას ვერ ჩამოირეცხავს, რაც არ უნდა პრორურული ეძახოს „ქართულმა ოცნებას“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირთან და ნატოსსთან ყოფილიყო ისე ახლოს, როგორც ისტორიაში - არასდროს.

თუ გახსოვთ, მის ყავის მომდუღებლობაზე რომ ვიხუმრე, ეს მიიღეს ისეთ შეურაცხყოფად, რომ თავისი ტროლებით და ბოტებით სოციალური ქსელი ლამის ააფეთქეს. თავად იმართლებს თავს და ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ხელშეკრულებით დაქირავებული ადამიანი ვარ და უკრაინას არ წარმოვადგენო. მისი განცხადებები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, რაც მის ხასიათზე მეტყველებს, რომ ამ კაცს ადეკვატურობის ნიშან-წყალი აღარ დარჩა. პირადი კომპლექსი აწუხებს, რითაც უნდა ჩამოირეცხოს მისი რუსული ნაკეთები საქმე - ჩაბარებული ტერიტორიები და „გაპრავება“ მის მიერ ჩადენილი საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალების მცდელობა, რაც რეზოლუციაში აისახა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930