გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალ თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნება

25-12-2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება ხვალ გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრებიან.
ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს თსუ 99 წლის იუბილეზე გადასცა.
თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი. ღონისძიების მიმდინარეობისას ლისის საერთო საცხოვრებლის სპორტულ მოედანზე გაიმართება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ტურნირის Liga TSU-ს ფინალური მატჩი თსუ საფეხბურთო გუნდებს - იურიდიული ფაკულტეტის „კოლოკვიუმსა“ და ტურიზმის სკოლის „სიამსკის“ შორის.
საზეიმო ღონისძიებას დაასრულებს მუსიკალური ბენდის „ლაბირინთის“ კონცერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031