17-07-2020
გუბაზ სანიკიძე თორნიკე შენგელიას მოღალატედ იხსენიებს.
მისი თქმით, ის გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში.
„მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე „პალიტრანიუსთან“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა.