გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 67 წლის ქალს ძაღლი თავს დაესხა- დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

17-07-2020

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 67 წლის ქალს ძაღლი თავს დაესხა. შუახნის ქალს დაზიანებები თავისა და სახის მიდამოზე, ასევე ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში აქვს. დაშავებული ქალბატონი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტს  ოპერაცია ჩაუტარდა, აღდგენილ იქნა ქსოვილი. მისივე თქმით, შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


"ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავი და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ ამ დაზიანების გარეშეა. ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ როგორ წავა მდგომარეობა,"-განაცხადა რატიანმა.


დაშავებული ქალის შვილი პოლიციაში სარჩელის შეტანას და ძაღლის მეპატრონეების დასჯას აპირებს. მისი თქმით, ძაღლის მეპატრონეებმა სიფრთხილე არ გამოიჩინეს და ცხოველი უყურადღებოდ დატოვეს.


"ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადარჩება თუ არა ესეც არ ვიცით. ყველა მეზობელს აქვს მაგაზე პრეტენზია. როგორც გუშინ გავიგე, დაუგლეჯია ძაღლი, უკბენია პატრონის მეგობრებისთვის არა ერთხელ. პოლიციაში დღეს ვარ დაბარებული და პასუხისმგებლობა უნდა აგოს," - განაცხადა დაშავებული ქალის შვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930