გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინი ფეხბურთში გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი დასრულდა

19-07-2020

ონის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ორგანიზებით ქალაქ ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N119-ში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები : ონის „მოედანი 1“ და ამბროლაურის „ ფეოლა“.

შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 8:2 ონის „მოედანი 1“ -ის გამარჯვებით.

საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ალექსანდრე თავშავაძე.

ბოკვერას სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, გამარჯვებული გუნდი „მოედანი 1“ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ თასით დააჯილდოვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს ბაჩანა მარკოიშვილმა სიგელები გადასცა.

ბოკვერას სახელობის ტურნირი ონის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება და ეძღვნება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენის გიორგი კირვალიძის ხსოვნას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031