გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა

21-07-2020

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების პრეზენტაცია გამართა.

"2014 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, 362 მანქანა შევიძინეთ. დღეს, 2020 წელს ეს მანქანები ნაწილობრივ ჩავანაცვლეთ და წელს 140 მანქანით განახლდა ავტოპარკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ის სერვისი, რომელიც მოქალაქეს სჭირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია მანქანების უსაფრთხო აღჭურვა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადაეცა. მათგან, 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული ავტომობილია, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი.

ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930