გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდა, დამაფიქრებელი ინდიკატორია

21-07-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის  ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, საქართველოში ეპიდსიტუაცია მაინც მართვადია.

"საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია, ის დღესაც ემორჩილება კონტროლს. მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით მომატებულია, რაც საყურადღებო ინდიკატორია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დამაფიქრებელი ინდიკატორია. აქამდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ინფიცირებულებს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირიქით მოხდა. აღნიშნული 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო ჯერ დაუდგენელია. ბოლო შემთხვევათა უმეტესობა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან,"- განაცხადა გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031