გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე: ჰეპატიტსა და კოვიდს შორის სპეციფიკური ბმა არ არის შემჩნეული

28-07-2020

დაავადების რისკი დაახლოებით თანაბარია ჰეპატიტიან და არაჰეპატიტიან პაციენტში. მათ რაიმე დაავადების მომატებული რისკი არ აქვთ. ჰეპატიტიანებში ვვარაუდობთ, რომ იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს აისახოს ავადობაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში, ცეჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში კორონავირუსით ინფიცირების მომატებულ რისკზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება სიკვდილიანობის, ლეტალობის რისკს, თუ საქმე გვაქვს შედარებით მსუბუქ ჰეპატიტთან და არ არის ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის ციროზის და მით უმეტეს, დეკომპესირებული ციროზის სახით, მაშინ ჩვენი პრაქტიკით (ბატონი ამირანის და მისი გუნდის დამსახურებით, არ გვეძლევა საშუალება, დიდი პრაქტიკა გვქონდეს, ძალიან ცოტა ავადმყოფი გვყავს, 1 000 პაციენტი ან ცოტა მეტი გვყავს გატარებული), გაურთულებელი ჰეპატიტის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენთან არანაირად არ გაზრდილა.

მძიმე ციროზის შემთხვევაში რისკი იზრდება ზუსტად ისე, როგორც სხვა მძიმე თანმხლები დაავადებების დროს. მაგალითად, მძიმე გულის უკმარისობა, მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, მძიმე ნევროლოგიური დაავადება და სხვა. რაიმე სპეციფიკური ბმა ჰეპატიტსა და კოვიდს შორის შემჩნეული არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930