29-07-2020
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, მათგან ორო სატვირთო ავტომომანქანის მძღოლია, ერთი შემთხვევის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
„დღევანდელი 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის ინფიცირების წყარო არის გაჩიანი, 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა, -განაცხადა ეზუგბაიამ.