გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალქალაქში ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის (კოშკებით) რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

29-07-2020

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში  ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის (კოშკებით) რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსის სრული აღდგენა, ნაგებობის ეზოში  საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებელის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს "სამშენებლო კომპანია"ივერთმშენი“ აწარმოებს. სამუშაოების ღირებულება  557 602 ლარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. კომპლექსის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა  ტურისტისთვის - კიდევ ერთ საინტერესო სანახაობით გარემოს შექმნის და ხელს შეუწყობს  ვიზიტორების სიმრავლეს. 

კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია ტურიზმის ობიექტებით. მუნიციპალიტეტის მერია  მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ტურისტული ობიექტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031