გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიაში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს

29-07-2020

ძლიერმა წვიმამ გურიის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. მთელი დღის განმავლობაში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამის სამსახურებთან ერთად ინტენსიურად მუშაობენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სახიდე გადასასვლელები დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება. დოლიძის ქუჩაზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ეზოში, მრავალწლოვან ნაძვის ხეებს მეხი დაეცა, რის გამოც დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენები. ოზურგეთის მომსახურების ცენტრი ახორციელებს ხეების მოჭრას, რის შემდეგაც "ენერგოპრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფი დაიწყებს აღდგენით სამუშაოებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დატბორილია საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები. სოფელ ღრმაღელეში დაზიანებულია შიდა გზები. სოფელ ომფარეთში ზლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, სადაც შუახნის ქალბატონი იმყოფებოდა და გადაყვანილია კლინიკაში, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სოფელ ჯიხანჯირში მეწყერის შედეგად დაზიანდა ჯოჯუების საცხოვრებელი სახლი. სოფელ ჭანჭათის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია."ენერგოპრო ჯორჯიას" თანამშრომლების მიერ დღის ბოლომდე დაზიანება აღმოიფხვრება.

რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ამ დროისთვის სოფლებში და ქალაქის ტერიტორიაზე სწავლობს სიტუაციას, ითვლება ზარალი. ამ დროისთვის გურიაში აღარ წვიმს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930