გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მენდეთ ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი მენდო და საქართველოში სიტყვა "კოჰაბიტაცია" აღარ იქნება - გიორგი მარგველაშვილი 2013 წელს

1-08-2020

გთავაზობთ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართვის ტექსტს საზოგადოების წინაშე, რომელიც მან ზუსტად 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა:


"დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი არჩევანის წინაშე, რომ ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარების გზით სვლა, იმისათვის, რომ აღარავინ მოინდომოს ქართველის გადაკეთება, მისი ზნის შეცვლა, რომ მოაშოროს მიწას და დაყოს ოჯახები; იმისთვის, რომ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე კიდევ ერთხელ გამოვლინდეს, გამობრწყინდეს და პოლიტიკოსებმა აღარასოდეს მოგვატყუონ.


სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, მენდეთ ისე, როგორც მენდო ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია. 27 ოქტომბერს (2013წ რედ.) ჩვენ ისევ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველოში აღარასდროს იყოს სიტყვა "კოჰაბიტაცია" - აცხადებდა გიორგი მარგველაშვილი.


შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს გაემიჯნა.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031