გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

1-08-2020

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. სამუშაოები ციხის ტერიტორიაზე ორ უბანზე მიმდინარეობს - ციხის ჩრდილოეთ და დასავლეთ მონაკვეთში.

ბოლო წლებში სააგენტოს დაფინანსებით წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და 95 ვერცხლის მონეტა.
არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად, სააგენტო ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრას ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს.

2018 წელს დასრულდა პეტრას ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო 2019 წელს ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე. რაც ითვალისწინებს: ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობას. სამუშაოები, რომლის ბიუჯეტი 2,220,000 ლარია, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930