გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში სოციალურად დაუცველ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

5-04-2018

ზუგდიდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ორგანიზატორები აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 22 ბენეფიციარს, მათ შორის შშმ პირებს ოჯახებში ესტუმრნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.


უახლოეს მომავალში პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ იგეგმება პროფილაქტიკური გასინჯვების ადგილზე ჩატარება იმ ბენეფიციარებისათვის რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარში მისვლა არ შეუძლიათ.


საქველმოქმედო აქციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930