6-04-2018
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად მეტი ზრუნვა გვმართებს.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტაში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.
აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზას და ბესარიონის(ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმ ქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისსათნო საქმეებით შევეწიოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.