გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა დოლიძე გახარიაზე: დღეს ყველა ოპოზიციის ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა - ის მოწმედაც კი არ დაუბარებიათ

2-09-2025

დღეს ყველა ოპოზიციის ლიდერი მამაკაცი ციხეშია, მის გარდა, ბრემენელი მუსიკოსის გარდა, - აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე.


ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად მისცა შესაძლებლობა დაეტოვებინა ქვეყანა.


„ჩემი აზრით, მან ის გაცვლა შემდეგში: მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველა ოპოზიციის ლიდერი მამაკაცი ციხეშია, მის გარდა, ბრემენელი მუსიკოსის გარდა. მას ჩააბარეს კომისიაზე გამოცხადების უწყება, თუმცა მისცეს დრო, რომ დაეტოვებინა ქვეყანა.


ანუ, თუ მისი დაკავება უნდოდათ, მით უმეტეს, ჩორჩანას ინციდენტის გამო, საზღვარი რომ გადაკვეთა მაშინ რა ვერ გაიგეს ქვეყნიდან რომ გადიოდა?! არ არსებობს ეგეთი რამ, ის დაიბარეს კომისიაზე და შემდეგ ერთკვირიანი ვადა მისცეს გამოცხადებამდე, რის განმავლობაშიც მან ქვეყანა დატოვა.


პარალელურად გემახსოვრებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას ინციდენტზე, მაგრამ არაფერი გვსმენია, თუ როგორ გაგრძელდა ეს გამოძიება. ასე ათასობით შემოდებული საქმე გვინახავს, რატომ? - ის მოწმედაც კი არ დაუბარებიათ, რატომ არ დაუბარებიათ, იმიტომ რომ, ადამიანს მოწმედ რომ დაიბარებ და ის არ გამოცხადდება უცხოეთიდან, მერე უკვე ეს პასუხისმგებლობის საკითხია, მოწმედ დაბარება ასევე პასუხისმგებლობას და არ გამოცხადება პასუხისმგებლობას ნიშნავს, მოწმედაც კი არ დაიბარეს, არა თუ ბრალი წაუყენეს ჩორჩანაზე. უბრალოდ ანიშნეს, შენს თემაზე გამოძიება მიმდინარეობს და ეს არის პატარა ფანჯარა, რომლისთვისაც მას შეუძლია თავისუფლად ქვეყანა დატოვოს და იმ სიცხეში გავარვარებულ საკანში არ იჯდეს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031