გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

7-08-2020

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით ბანკისა და შპს აგრო გარდენსის თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1,000 კვ.მ-ზე უკვე გაშენებულია პომიდვრის სათბური. შპს აგრო გარდენსი 10 ტონა მოსავლის მიღებასა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების პროცესში, დასაქმებულია 5 ადამიანი. ინვესტიციის ჯამური მოცულონა 97 500 ლარია.

„მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და კვლავაც აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითრების, ახალი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის. კომპანიას საკმაოდ კარგი სტარტი აქვს აღებული და გვჯერა, რომ ასე წარმატებით გააგრძელებს ოპერირებას ქართულ ბაზარზე“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031