გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ვეტერანებს შეხვდა

7-08-2020

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელი ვეტერანებს სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ამურ რევიშვილმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ, შეკრებილ ვეტერანებს ის პროექტები და პროგრამები გააცნეს, რომლებსაც სახელმწიფო ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ახორციელებს.

შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების წარმომადგენლებთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ნუგზარ თინიკაშვილთან და ვეტერანებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ახალგორელი მებრძოლის, ლევან მიდელაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ვლადიმერ იმნაძემ ლევან მიდელაშვილის ოჯახი მოინახულა და კიდევ ერთხელ გამოხატა მათ მიმართ თანაგრძნობა.

უწყების ხელმძღვანელი, ასევე, ესტუმრა მრავალშვილიანი ვეტერანის, თამაზ ამირანაშვილის ოჯახს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930