გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
დანიელ ფრიდი: არ გამოვრიცხავ, რუსეთმა საქართველოს მიმართ ექვივალენტური ანგარიშსწორება დაგეგმოს

10-04-2018

"საქართველომ, სხვა ქვეყნებთან ერთად, დასავლეთის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინა და ეს შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩენილა. საქართველო რთულ ვითარებაშია, მაგრამ სტრატეგიულად მისი მდგომარეობა უიმედო არ არის. პირიქით, საქართველოს სტრატეგიული წარმატების მისაღწევად კარგი შანსი აქვს.


მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება. თუ საქართველომ საკუთარი წარუმატებლობა არ გამოიწვია, ის წარმატებას მიაღწევს, რადგან მან უკვე გადალახა სერიოზული რეფორმების ზღვარი. თქვენ უკვე გაქვთ რაღაც, რისი დაცვაც ღირს, რისი აშენებაც ღირს. ჩვენ, დასავლეთს, კი გვაქვს პასუხისმგებლობა პატივი ვცეთ თქვენს სუვერენიტეტს და ეს მართლა გავაკეთოთ. საქართველოს რესპუბლიკა 100 წლისთავს აღნიშნავს. ეს ძალიან ჰგავს ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიას. მათ შემთხვევაში ოკუპაცია იმდენ ხანს არ გაგრძელდა, რამდენიც საქართველოს შემთხვევაში. მაშინდელი ლიბერალური კონსტიტუცია და იმის ხედვა, თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო, ძალიან შთამბეჭდავია"-ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა დანიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერციუში გააკეთა.


დიპლომატი რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯისთვის, ანგარიშსწორებას არ გამორიცხავს.


"არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ექვივალენტური ნახონ. ალბათ, დაითხოვენ დიპლომატს, რომელიც რომელიმე ქვეყნის საელჩოში საქართველოს საკითხებზე მუშაობაზეა ავტორიზებული. ეს სტანდარტული დიპლომატიური პასუხი იქნება. ეს კი იმის ნიშანია, რომ საქართველო მარტო არ არის. თქვენ კარგ გარემოცვაში ხართ და ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ"-აცხადებს ფრიდი.


ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930