გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრმა, სუს-ის უფროსთან ერთად, შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო

11-08-2020

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

"უმძიმესი იყო საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო. დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები. ახლა მშობლები დგანან მემორიალთან და სიტყვებიც კი არ მყოფნის - რა ვუთხრა, რით ვანუგეშო ეს ადამიანები? ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია მათთვის, ყველა ქართველისთვის და მე ვფიქრობ, ამ გმირების სახელებსა და ისტორიებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, ჩვენი შვილები, ყველა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც დაგვატყდა 2008 წელს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930