11-08-2020
პარლამენტის ყოფილი დეპუტატის "ნაციონალური მოძრაობიდან", კობა ხაბაზის განცხადებით, ის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას შვილობილია.
ეს განცხადება ხაბაზმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა.
"მერაბ კოსტრავამ თავის შვილობილად ოფიციალურად გამომაცხადა! მერაბი საოცრად მიყვარდა, ის ჩემთვის გაუტეხლობის, ქართველობისა და ვაჟკაცობის სიმბოლო იყო"-განაცხადა კობა ხაბაზმა.
ინტერვიუში, რომელიც 2012 წლის ივლისის ბოლოსაა ჩაწერილი, კობა ხაბაზი დარწმუნებით აცხადებს, რომ მერაბ კოსტავა რომ ცოცხალი ყოფილიყო, "ნაციონალური მოძრაობის" მიღწეევებით იამაყებდა.
"მე, როგორც მერაბ კოსტავას შვილობილი, თამამად ვიტყვი - დღეს რომ ის ცოცხალი ყოფილიყო იამაყებდა საქართველოს მიღწევებით როგორც ბათუმში, ისე თბილისში, სიღნაღში, მესტიაში!"-განაცხადა ხაბაზმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით