გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა კომპენსაციის გაცემა გრძელდება

12-08-2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

,,როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებშიც პანდემია ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავუშვებთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს დიდი მასშტაბური გადინებები მოქალაქეების. იმედი მაქვს ყველა გაგებით მოეკიდება ამას. ჩვენ ასევე, გავაგრძელებთ მათ კომპენსირებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე აჭარიდან დარეგისტრირდა 42 300 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 23 806 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება და თვითდასაქმებულები, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია და ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღიათ კომპენსაცია, დახმარებას მომავალ კვირას მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930