გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ედუარდ შევარდნაძე: პუტინმა მითხრა, თათბირს ვატარდებდი, პატარკაციშვილი შემოვიდა და ყველა ფეხზე წამოიჭრაო... ექსპრეზიდენტის ვერსია პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე

12-08-2020

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილი სანამ მოსკოვში მოღვაწეობდა, ჟურნალისტურ სპექტრს მფარველობდა.


ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში 2012 წელს ედუარდ შევარდნაძემ პუტინთან მისი ერთ-ერთი საუბარიც გაიხსენა:


"ერთხელ პუტინი მომიყვა, თათბირს ვატარებდი და ბერეზოვსკი შემოვიდაო... არავინ ადგილიდან არ დაძრულა, ცოტა ხანში კი ბადრი პატარკაციშვილი შემოვიდა და მთელი დარბაზი ფეხზე წამოიჭრაო.


სხვათა შორის, პუტინი ბადრი პატარკაციშვილს სახელით მიმართავდა. ბადრი ყველას ეხმარებოდა!


შემდეგ მე ვთხოვე და, საქართველოში ჩამოვიდა. აქაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ მისი შეცდომა ის იყო, რომ პრეზიდენტობის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ მოიშორეს... მოკლეს... ისევე, როგორც მოკლეს ზურაბ ჟვანია" - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ტელეკომპანიის ეთერში.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930