გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ძირითადი მოტივებია სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ქვეყანაში

13-08-2020

იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით.

„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031