გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: ჟენევის ფორმატში თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებში ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს

26-12-2017

"ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის ცვლილებების, იმედების ასრულებისა და უკეთესი მომავლის მოლოდინია. ასეთი დღეა 25 დეკემბერი ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სოხუმში დრანდის ციხიდან შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს. იგი 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვულოცავთ, გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას და დამდეგ 2018 წელს. ვუსურვებთ მის ოჯახს მხნეობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და ბედნიერებას"-ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სოხუმის კეთილი ნება პატიმრის განთავისუფლების საქმეში იმაზეც მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატში თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებში ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და მიზანსაც აღწევს.
"მინდა მჯეროდეს, რომ ახალი, 2018 წელი იქცევა ჩვენ შორის ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობის საწყის ეტაპად. შესაძლოა, სწორედ ამ წელმა მოგვიტანოს ნდობის აღდგენის, ურთიერთობების დაწყების, მივიწყებული მეზობლობის განახლების სიხარული"-აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930