გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
სახის გამომეტყველება ეშმაკური-ჟანდარმერიის დოსიე მიხეილ ჯავახიშვილზე

10-04-2018

„უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის სპეციალური ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს.


ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1-ელ მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო.


მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია:


სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე.


დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია.


დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა.

მშობლები: გარდაცვლილი.


ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი.


სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი.


და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა.


სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი.


განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები.


სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი.


ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.


დაპატიმრებული: 1910 წლის 1-ელ მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით.


ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინაამდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას.


დგომა: წელში მოხრილი.


სიარული: ჩქარი.


მშობლიური ენა: ქართული.


ხმა: ხმადაბალი ტენორი.


ჩვევა: პენსნეს ტარება.


ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის.


დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი.


აღნაგობა: გამხდარი, საშუალო.


თმა: შავი, სწორი.


წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი.


სახე: ფერმკრთალი.


სახის გამომეტყველება: ეშმაკური.


ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930